+995 511 30 66 00

რა არის ბიზნესის ღირებულების შეფასება?

ბიზნესის ღირებულების შეფასება არის კომპანიის რეალური საბაზრო ფასის განსაზღვრა, რაც ეფუძნება არა მხოლოდ მიმდინარე მაჩვენებლებს, არამედ საბაზრო გარემოს, მომავლის პერსპექტივებსა და სხვადასხვა ფინანსურ თუ არაფინანსურ ფაქტორს. შეფასება აუცილებელია, როდესაც გსურთ იცოდეთ, რამდენი ღირს თქვენი ბიზნესი ობიექტურად და პროფესიონალური შეფასებით.


ვისთვის არის განკუთვნილი?

ეს სერვისი სასარგებლოა:

  • მეწარმეებისთვის, რომლებიც გეგმავენ კომპანიის გაყიდვას/ყიდვას ან წილის დათმობას/შეძენას;
  • მათთვის, ვინც მოლაპარაკებებს აწარმოებს ინვესტორებთან;
  • ბიზნესის მფლობელებისთვის, ვისაც სჭირდება ღირებულების განსაზღვრა მემკვიდრეობისთვის, რესტრუქტურიზაციისთვის ან სასამართლო საქმეებისთვის;
  • ყველასთვის, ვინც უბრალოდ სურს იცოდეს თავისი კომპანიის რეალური საბაზრო ღირებულება.


რატომ არის ღირებულების შეფასება მნიშვნელოვანი?

ღირებულების ზუსტი ცოდნა:

  • გეხმარებათ მიიღოთ მონაცემებზე დაფუძნებული სტრატეგიული გადაწყვეტილებები;
  • იცავს თქვენს ინტერესებს მოლაპარაკებებში;
  • აჩენს კომპანიის ფულად პოტენციალს;
  • ეხმარება მფლობელებს და მენეჯმენტს მომავლის დაგეგმვაში.


რატომ უნდა აგვირჩიოთ ჩვენ?

ჩვენ ვაფასებთ ბიზნესს არა მხოლოდ ციფრებით, არამედ რეალურ კონტექსტში, ბაზრის, სექტორის, სტრუქტურისა და რისკების გათვალისწინებით. ვიყენებთ საერთაშორისო შეფასების მიდგომებს (დისკონტირებული ფულადი ნაკადების, მულტიპლიკატორების და სხვ.) და ვადგენთ დასაბუთებულ და რეალურ ღირებულებას.


რას მიიღებთ ჩვენი მომსახურებით?

  • დეტალურ ფინანსურ ანალიზს და კომპანიის ძირითადი მაჩვენებლების შეფასებას;
  • ღირებულების განსაზღვრას ერთი ან ერთზე მეტი მეთოდით, სიზუსტისა და სამართლიანობის უზრუნველსაყოფად;
  • კომპანიის რეალური ღირებულების სრულყოფილ ანგარიშს, წარსულსა და მომავალ პერსპექტივებზე დაყრდნობით;
  • რეკომენდაციებს ღირებულების გაზრდისათვის.