ვინ არის ფინანსური დირექტორი
ფინანსური დირექტორი (CFO, Chief Financial Officer) კომპანიის უმაღლესი რგოლის მენეჯერი და ხელმძღვანელია, რომლის ძირითადი პასუხისმგებლობა არის კომპანიის ფინანსების მართვა და სტრატეგიული ფინანსური გადაწყვეტილებების მიღება. CFO სრულად ხელმძღვანელობს კომპანიის ფინანსურ განყოფილებას და უზრუნველჰყოფს, რომ ყველა ფინანსური ოპერაცია თუ გადაწყვეტილება განხორციელდეს ეფექტურად, კანონიერად და კომპანიას გრძელვადიან ზრდასა და სტრატეგიასთან თანხვედრაში.
ფინანსური დირექტორის ძირითადი ფუნქციებია:
- ქმნის ფინანსურ გეგმასა და სტრატეგიას,
- კურირებსკომპანიის ბიუჯეტის მომზადებას და შემდგომში ახდენს მისი შესრულების მონიტორინგს,
- მუდმივად ეცნობა საგადასახადო კანონმდებლობასა და ფინანსურ ანგარიიშგების სტანდარტებს,
- ახდენს ფინანური რისკების იდენტიფიცირებას, პრევენციასა და მართვას,
- ახორციელებს ფინანსების სტრუქტურულ მართვას,
- აწარმოებს მოლაპარაკებები ინვესტორებსა და სხვა მსგავსი სპეციფიკის დაინტერესებულ მხარეებთან,
- იცავს კომპანიის ინტერესებს საბანკო თუ სხვა საფინანსო სექტორის წარმომადგენლებთან,
- კომპანიის გარე თუ შიდა ფაქტორებით განპირობებული კრიზისის შეთხვევაში, აქტიურად ერთვება სიტუაციის მართვასა და ადაპტაციის პროცესში.