როგორ ხდება ბიზნესის ღირებულების შეფასება
ბიზნესის ღირებულების შეფასების პროცესი შეიძლება განსხვავდებოდეს სხვადასხვა ინდუსტრიისა და კომპანიის სპეციფიკის მიხედვით, თუმცა ძირითადი ნაბიჯები, როგორც წესი, მსგავსი და შემდეგია:
1. პირველ რიგში, საჭიროა დეტალური მონაცემების შეგროვება ბიზნესის შესახებ, რაც მოიცავს:
- ფინანსური ანგარიშგება: წინა წლების მოგება/ზარალი, ბალანსი, ფულადი ნაკადების უწყისი და კაპიტალის ცვლილების უწყისი.
- საერთო ინფორმაცია კომპანიაზე: კომპანიის მისია, მენეჯმენტი, კონკურენტული პოზიცია ბაზარზე, პორტფელი, კლიენტთა ბაზა, ისტორია და სხვა.
- სამართლებრივი დოკუმენტაცია: საკუთრების უფლებები, კონტრაქტები, ლიცენზიები, საფასო პირობები და სხვა.
2. ფინანსური ანალიზი: შემდეგ, ანალიტიკოსი იწყებს კომპანიის ფინანსური მდგომარეობის გრძელვადიანი და მოკლევადიანი ანალიზის პროცესს. ეს მოიცავს:
- შემოსავლებისა და ხარჯების შეფასება: როგორ შეიცვალა კომპანიის მოგება.
- აქტივების და ვალდებულებების გათვლა: როგორია კომპანიის აქტივების რეალური ღირებულება.
- ფულადი ნაკადები: თუ კომპანიას აქვს სტაბილური და მდგრადი ფულადი ნაკადები, ეს ძალიან დადებითად ასახავს მის ფინანსურ მდგომარეობას.
- ფინანსური მაჩვენებლების ანალიზი: მაგალითად, მომგებიანობის, ეფექტიანობისა თუ ლიკვიდობის მაჩვენებლების ანალიზი.
3. ფასის დადგენის მეთოდები: არსებობს რამდენიმე მეთოდი, რომლის მიხედვითაც შეიძლება ბიზნესის შეფასება. თუმცა ყველაზე ხშირად გამოყენებული მეთოდებია:
- ე.წ. მალთიფლების (multiple) მეთოდი: სხვა მსგავსი კომპანიების ღირებულებისა და მჩვენებლების მიხედვით, მოცემული კომპანიის შეფასება.
- ფულადი ნაკადების დისკონტირების მეთოდი (Discounted Cash Flow, DCF): მოცემული მეთოდის მიხედვით განისაზღვრება კომპანიის სამომავლო თავისუფალი ფულადი ნაკადები (ერთგვარი მოგება) და ხდება მათი მიმდინარე ღირებულების დათვლა. რაც თავის მხრივ წარმოადგენს კომპანიის ღირებულებას.
- აქტივების ღირებულების მეთოდი (Asset-based approach): კომპანიის აქტივებისა და ვალდებულებების წმინდა ღირებულების შეფასებითბ კომპანიის ღირებულების მიღება.
4. რისკების შეფასება: ამ ეტაპზე ხდება კომპანიის რისკების შეფასება: როგორია მისი ფინანსური, ოპერაციული, მენეჯმენტის რისკები და რა გავლენა შეიძლება იქონიოს მათზე გარეგანმა ფაქტორებმა (ეკონომიკური კრიზისი, კონკურენცია, რეგულაციები და სხვა).
5. მომავალი პერსპექტივის შეფასება: ფასდება კომპანიის წინსვლა მომავალში, რაც შეიძლება მოიცავდეს:
- როგორ ვითარდება ახალი ბაზრები.
- როგორ შეიძლება ახალი ტექნოლოგიებმა ან ინოვაციებმა შეცვალოს კომპანიის პოზიცია ბაზარზე.
- სიახლებები და ადაპტაცია ეკონომიკურ ცვლილებებთან.
6. შედეგების შეფასება და ანგარიშის შედგენა: საბოლოოდ, ყველა მონაცემისა და ანალიზის საფუძველზე მზადდება ბიზნესის ღირებულების შეფასების დასკვნა, რომელიც დეტალურად აღწერს შეფასების მიდგომებს, გამოყენებულ ინფორმაციას, შესაბამის დაშვებებსა და წყაროებს და მიღებულ შედეგაბს.