+995 511 30 66 00

რა არის ბანკებთან მედიაცია?
ბანკებთან მედიაცია გულისხმობს ფინანსური ურთიერთობების მართვას ბანკებთან. ჩვენ ვმოქმედებთ, როგორც თქვენი ინტერესების დამცველი პარტნიორი, რომელიც მთლიანად უძღვება მოლაპარაკებებს და გეხმარებათ, რომ მიიღოთ თქვენთვის ყველაზე მომგებიანი პირობები.

ვისთვის არის განკუთვნილი?
მომსახურება გათვლილია კომპანიებზე, რომლებსაც:
  • სჭირდებათ დაფინანსება ახალი პროექტისთვის;
  • სურთ დაფინანსებისათვის სწორი და ოპტიმალური საბანკო პროდუქტის შერჩევა;
  • სურთ არსებული სესხების პირობების გაუმჯობესება ან რესტრუქტურიზაცია;
  • სჭირდებათ საბანკო პროდუქტებში ნავიგაცია და შესაბამისი პარტნიორის შერჩევა;
  • სურთ, მათ ნაცვლად შესაბამისი გამოცდილების მქონე გუნდი წარსდგეს მოლაპარაკებებზე.

რატომ არის ეს სერვისი მნიშვნელოვანი?
ფინანსური პროდუქტების არჩევა და ბანკებთან მოლაპარაკება ხშირად რთული, დროში გაწელილი და სტრესულია. პროფესიონალი მედიატორის მხარდაჭერით:
  • დაზოგავთ დროს და რესურსებს;
  • აიცილებთ თავიდან არახელსაყრელ პირობებს;
  • მიიღებთ თქვენზე მორგებულ გადაწყვეტილებას და არა ბანკის სტანდარტულ შეთავაზებას.

რატომ ჩვენ?
ჩვენ სიღრმისეულად ვიცნობთ საბანკო სექტორის ლოგიკასა და სპეციფიკას. ვიცით როგორ აზროვნებენ ფინანსური ინსტიტუტები და როგორ უნდა წარმოვაჩინოთ თქვენი საჭიროება ისე, რომ მივიღოთ თქვენთვის საუკეთესო შედეგი. ჩვენი გუნდი კოორდინაციას უწევს სრულ პროცესს: საჭიროებების ანალიზიდან დაწყებული, დოკუმენტაციის მომზადებითა და მოლაპარაკების წარმოებით დასრულებული..

რას მიიღებთ ჩვენი მომსახურებით?
  • თქვენი ფინანსური საჭიროებების დეტალურ ანალიზს;
  • ალტერნატივების შეფასებას საბანკო და სალიზინგო შეთავაზებების ჭრილში;
  • მოლაპარაკებების წარმართვას შერჩეულ ინსტიტუტებთან;
  • დოკუმენტაციის მომზადებასა და მოწესრიგებას;
  • გაუმჯობესებულ სესხის, გარანტიის ან საოპერაციო პირობებს;
  • თქვენს ინტერესებზე მაქსიმალურად ორიენტირებულ სრულ მედიაციას .