მაია კაციტაძე
ექსპერტი - მაღალ ალკოჰოლური სასმელების წარმოება; ტექნოლოგია; დეგუსტაცია
ალკოჰოლური სასმელების წარმოების, ტექნოლოგიისა და დეგუსტაციის მაღალი კვალიფიკაციის ექსპერტი, რომელსაც ამ სფეროში 20 წელზე მეტი პრაქტიკული და სამეცნიერო გამოცდილება აქვს. იგი არის აკადემიური დოქტორი; მისი სადისერტაციო კვლევა მიეძღვნა ბრენდისა და სპირიტების ხარისხზე ზემოქმედი კრიტიკული ფაქტორის – „საბრენდე ღვინომასალებსა და სპირტებში ტოქსიკური ნივთიერება დიბუთილფტალატის არსებობა და მისი გავლენა პროდუქციის ხარისხზე“ – დეტალურ შესწავლას.
1999 წლიდან მაია საქმიანობს სს „სარაჯიშვილში“, სადაც პროფესიული განვითარების ყველა ეტაპი გაიარა – ლაბორატორიის ინჟინერ-ქიმიკოსიდან ტექნოლოგიური სამსახურის ხელმძღვანელამდე. მისი პასუხისმგებლობის არეალი მოიცავდა და მოიცავს ალკოჰოლური სასმელების გამოხდის, დაძველების, დაკუპაჟის, ინვენტარიზაციისა და ხარისხის კონტროლის სისტემების დაგეგმვასა და მართვას.
მაია არაერთი ბრენდის, მაგარი ალკოჰოლური სასმელისა და არყის ავტორი და თანაავტორია; იგი ასევე არის პროფესიული სახელმძღვანელოს – „ალკოჰოლური სასმელების წარმოება“ – თანაავტორი, ათზე მეტი სამეცნიერო ნაშრომისა და მონოგრაფიის ავტორი. 2023 წლიდან მევენახეობა-მეღვინეობის უმაღლესი განათლების დარგობრივი საბჭოს წევრია, რაც კიდევ უფრო ამყარებს მის სტატუსს, როგორც ალკოჰოლური სასმელების ინდუსტრიის მაღალკომპეტენტური, სანდო და სტრატეგიული მნიშვნელობის სპეციალისტისა.
N/A
N/A
N/A
N/A