+995 511 30 66 00
SME ბიზნეს სეგმენტის ზრდის ტემპი და მისი ეფექტი საქართველოს ეკონომიკაზე

SME ბიზნეს სეგმენტის ზრდის ტემპი და მისი ეფექტი საქართველოს ეკონომიკაზე

საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის (SME სეგმენტი) ზრდა მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ქვეყნის ეკონომიკურ მდგრადობასა და ეკონომიკის განვითარებაზე. მიუხედავად იმისა, რომ SME ბიზნესი საქართველოს ეკონომიკის უმნიშვნელოვანეს ნაწილად მიიჩნევა, მათი ზრდის ტემპი სასურველია იყოს უფრო მაღალი და სტაბილურად განგრძობადი რათა გაუძლოს გამოწვევებს და შექმნას კიდევ უფრო მეტი ეკონომიკური დოვლათი ქვეყანაში. 

უფრო კონკრეტულად თუ რა სირთულეები არის დასაძლევი ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებისთვის არის შემდეგი:

  1. ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობის ზრდა - ხშირად რთულია ლიკვიდურ რესურსებზე წვდომა უზრუნველყოფის მოთხოვნების, რეგულაციების გამკაცრების, შეზღუდვების და საგადასახადო წნეხის ფონზე რაც ზღუდავს ინოვაციების განხორციელებასა და ბიზნესის ზრდის შესაძლებლობას.
  2. ფინანსური განათლების დონის ზრდა ბიზნესებში – ბევრ მცირე ბიზნესს აწუხებს აღრიცხვასა და მის სიზუსტესთან დაკავშირებული სირთულეები, რომელიც ხშირად ფინანსური განათლების დაბალი დონის მაჩვენებელია და ზღუდავს ბიზნესში ისტორიული მონაცემების ანალიზით მისაღებ სარგებელს. ბიზნესის მაშტაბირება ანალიტიკისა და პროგნოზების ფინანსურ შეფასებაში გადათარგმნის გარეშე რთულია. საჭიროა ბიზნესი იღებდეს კარგად ინფორმირებულ გადაწყვეტილებას, რომელსაც ზურგს უმაგრებს ფინანსური ანალიტიკა და შეფასება.
  3. მუშახელისა და კვალიფიციური რესურსების დეფიციტი – კვალიფიციური სამუშაო ძალის ნაკლებობა და შრომითი ბაზრის გამოწვევები ხშირად არის SME ბიზნესის განვითარების გამოწვევა.

რა უნდა გაკეთდეს?

  1. ფინანსური მხარდაჭერა და ინვესტიციები – აუცილებელია საბანკო სისტემის და ფინანსური ინსტიტუტების აქტიური ჩართულობა SME დაფინანსებაში. მეტი შეღავათები და პროგრამების ინიცირება მორგებული SME საჭიროებებზე გააძლიერებს ფულზე ხელმისაწვდომობას.
  2. საგადასახადო წნეხის გადახედვა და შემსუბუქება – საგადასახადო შეღავათები და გადასახადის ტარიფების დივერსიფიცირება ალბათ უკვე დიდი ხნის მოლოდინია SME ბიზნესისთვის რომელიც მნიშვნელოვნად გაზრდიდა ინვესტიციებს ბიზნესის ზრდა-გაფართოვებასა და განვითარებაში. საჭიროა მოხდეს სეგმენტაცია გადასახადების და არ იყოს ყველა ბიზნესზე ერთიანი მიდგომა გადასახადების კუთხით. სტარტაპის დახმარება ამ ჭრილში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
  3. კვალიფიციური შრომის ბაზრის განვითარება – საჭიროა პროგრამები, რომლებიც შრომის ბაზარს უფრო კონკურენტუნარიანსა და ადაპტირებადს გახდის.

SME-ების განვითარება საჭირო და აუცილებელი ნაბიჯია ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური მომავლისთვის. თუ სახელმწიფო და კერძო სექტორი ეფექტურად ითანამშრომლებს, ქვეყანა შეძლებს გახდეს უფრო ძლიერი და მდგრადი ეკონომიკა, სადაც ბიზნესები და ადამიანები უფრო მეტად დაინტერესდებიან ინვესტიციებით და შესაძლებლობების უკეთესად გამოყენებით.

კომენტარები