უზრუნველყოფის მოთხოვნები: LTV კოეფიციენტი და SME ფინანსებზე ხელმისაწვდომობის მთავარი დაბრკოლება
საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესების (SME) ერთ-ერთი გამოწვევა ბანკების მიერ სესხის უზრუნველყოფის მაღალი მოთხოვნებია. სესხზე უზრუნველყოფის მოთხოვნას საფინანსო ინსტიტუტები ახდენენ იმ მისესხებული სახსრების უკან დაბრუნების რისკის მიტიგაციის სანაცვლოდ, რომელსაც ბიზნესები იღებენ ბანკებისგან ლიკვიდური სახსრებზე წვდომით.
შეზღუდული უზრუნველყოფის შესაძებლობა SME-ისთვის ითარგმნება როგორც განვითარების შესაძლებლობების შეზღუდვა და ამუხრუჭებს როგორც ეკონომიკის განვითარებას ასევე ბიზნესების გამსხვილებას და დასაქმებულთა შემოსავლების გამსხვილებასა და უმუშევრობის შემცირებას.
რატომ არის ეს პრობლემა?
- შეზღუდული აქტივები: ბევრ ბიზნესს საქართველოში არ აქვს შესაძლებლობა უზრუნველყოფის,ადექვატური მოცულობა ქონდეს მიღებული სესხების კრედიტმიტიგაციის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად (loan to value (LTV) - სესხის ფარდობა ქონების სალიკვიდაციო ღირებულებასთან ანუ უზრუნველყოფის კოეფიციენტი). ქონება იქმნება მას შემდეგ რაც ბიზნესი ვითარდება და იზრდება აკუმულირებული მოგება.
- რისკის შეფასება: ბანკები, რისკების მინიმიზაციის მიზნით, ხშირად მოითხოვენ გადაჭარბებულ უზრუნველყოფას, რაც SME შესაძლოა იყოს რთულად ხელმისაწვდომი.
- ზრდის შეფერხება: უზრუნველყოფის ნაკლებობა აფერხებს SME-ების განვითარებას და გაფართოებას, რაც უარყოფითად აისახება ქვეყნის ეკონომიკურ ზრდასა და განვითარებაზე.
რა შესაძლებლობები არსებობს SME განვითარების შესაძლებლობების ზრდის კუთხით?
- ალტერნატიული უზრუნველყოფის მექანიზმები: საჭიროა განვითარდეს ალტერნატიული უზრუნველყოფის მექანიზმები, როგორიცაა სახელმწიფო გარანტიები ან სპეციალური სადაზღვევო პროდუქტები, დებიტორული დავალიანებების ყიდვა-გაყიდვა-დაგირავება და მოთხოვნის უფლების დაკმაყოფილების ადმინისტრირების შესაძლებლობების გამარტივებული გამოყენება.
- საკანონმდებლო რესურსის გამოყენება: საკანონმდებლო ბაზის მორგება აქტუალურ და საჭირო საკითხებზე. სასამართლო პრაქტიკის გაუმჯობესება დავების დროითი დანახარჯების შემცირების და მედიაციის პრაქტიკის გაუმჯობესებასა და განვითარებაზე.
- ფინანსური განათლება: SME უნდა განავითაროს და გააუმჯობესოს ფინანსური განათლების დონე და გაეცნოს ფინანსური ინსტიტუტების მოთხოვნებს.
- სახელმწიფო მხარდაჭერა: სახელმწიფომ უნდა შექმნას პროგრამები, რომლებიც ხელს შეუწყობს SME-ების ფინანსურ ხელმისაწვდომობას და შეამცირებს უზრუნველყოფის მოთხოვნებს.
- ფინანსური ბაზრის და გრძელვადიანი ფულის გამოყენება SME განვთარებისთვის: საპენსიო დანაზოგი ქმნის იმის წინა პირობას, რომ ქვეყანაში გაჩნდა გრძელვადიანი ფული და შესაძლებლობა დაფინანსდეს ბიზნესები სხვადასხვა ფინანსური ინსტრუმენტების გამოყენების საშუალებით. მოცემული გააჯანსაღებს ბიზნეს გარემოს და კონკურენციის ზრდას შეუწყობს ხელს, რაც ეკონომიკის ზრდის და უმუშევრობის შემცირების წინაპირობა შესაძლოა გახდეს გრძელვადიანად.