+995 511 30 66 00
რისთვის არის საჭირო ბიზნესის ღირებულების შეფასება

რისთვის არის საჭირო ბიზნესის ღირებულების შეფასება

ბიზნესის ღირებულების შეფასება შესაძლოა რამდენიმე მიზნით მოხდეს, თუმცა ძირითადად ის გამოიყენება მაშინ, როცა საჭიროა ბიზნესის კონკრეტული ღირებულების დადგენა ან მისი ფინანსური მდგომარეობის და პერსპექტივების გაანალიზება. აქედან გამომდინარე, შეფასება ძირითადად აქტუალური ხდება შემდეგ სიტუაციაებში: 

  • გაყიდვა და შეძენა: თუ ადამიანი ან კომპანია აპირებს ბიზნესის წილის ან სრულად გაყიდვას ან პირიქით შეძენას, აუცილებლია ბიზნესის ღირებულების შეფასება, რათა შესაბამისად განისაზღვროს წილის ან სრულიად კომპანიის რეალური სარეალიზაციო ღირებულება.
  • ინვესტიციების მოზიდვა: თუ გსურთ ინვესტორების მოზიდვა, ინვესტორებისათვის ძალიან მნიშვნელოვანიაბიზნესის შეფასება, რათა განსაზღვრონ მათი მოსალოდნელი უკუგება და საინვესტიციო თანხის ეფექტიანობა.
  • ფინანსური ანალიზი და დაგეგმვა: ბიზნესის ღირებულების შეფასება ასევე გამოიყენება კომპანიის ფინანსური ეფექტიანობის შეფასებისათვის, თუ რამდენად სტაბილური და მზარდია ბიზნესი, ასევე როგორ შეიძლება მისი სამომავლო განვითარება იმგვარად რომ მისი ღირებულება გაიზარდოს.
  • კორპორაციული ცვლილებები: შერწყმების თუ გაყოფის, მყიდველებისა და პარტნიორების პოვნის პროცესში, ბიზნესის ღირებულების შეფასება აუცილებელი წინაპირობაა, რაზეც შემდგომ იქნება დაფუძნებული მხარეთა მოლაპარაკება. 

✅ ასე რომ, ბიზნესის შეფასება არის ერთ-ერთი ძირითადი ინსტრუმენტი, რომელიც ხელს უწყობს სწორი გადაწყვეტილებების მიღებას, და მნიშვნელოვანია, როგორც კომპანიის შიდა მენეჯმენტისა და მფლობელებისათვის, ისე გარე დაინტერესებული მხარეებისთვის (ინვესტორები, ბანკები, პარტნიორები).

კომენტარები