მაია კაციტაძე
ექსპერტი — მაღალ ალკოჰოლური სასმელების წარმოება, ტექნოლოგია, დეგუსტაცია
მაია კაციტაძე არის ალკოჰოლური სასმელების წარმოების, ტექნოლოგიისა და დეგუსტაციის მაღალი კვალიფიკაციის ექსპერტი, რომელსაც ამ სფეროში 20 წელზე მეტი პრაქტიკული და სამეცნიერო გამოცდილება აქვს.
1999 წლიდან მაია ასრულებს საპასუხისმგებლო ფუნქციებს, მათ შორის ხარისხის კონტროლის სისტემების მართვას. იგი მრავალი ბრენდის ავტორი და სამეცნიერო ნაშრომების თანაავტორია. 2023 წლიდან მევენახეობა-მეღვინეობის უმაღლესი განათლების დარგობრივი საბჭოს წევრია.