📊
ბიზნესის ღირებულების შეფასება
ბიზნესის რეალური საბაზრო ღირებულების განსაზღვრა საერთაშორისო მეთოდოლოგიით — გაყიდვის, ინვესტიციის ან სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღებისათვის.
რა არის ბიზნესის ღირებულების შეფასება?
ბიზნესის ღირებულების შეფასება არის კომპანიის რეალური საბაზრო ფასის განსაზღვრა, რაც ეფუძნება არა მხოლოდ მიმდინარე მაჩვენებლებს, არამედ საბაზრო გარემოს, მომავლის პერსპექტივებსა და სხვადასხვა ფინანსურ თუ არაფინანსურ ფაქტორს.
ვისთვის არის განკუთვნილი?
- მეწარმეებისთვის, რომლებიც გეგმავენ კომპანიის გაყიდვას/ყიდვას ან წილის დათმობას/შეძენას
- მათთვის, ვინც მოლაპარაკებებს აწარმოებს ინვესტორებთან
- ბიზნესის მფლობელებისთვის, ვისაც სჭირდება ღირებულების განსაზღვრა მემკვიდრეობისთვის, რესტრუქტურიზაციისთვის ან სასამართლო საქმეებისთვის
- ყველასთვის, ვინც უბრალოდ სურს იცოდეს თავისი კომპანიის რეალური საბაზრო ღირებულება
რატომ არის ღირებულების შეფასება მნიშვნელოვანი?
- გეხმარებათ მიიღოთ მონაცემებზე დაფუძნებული სტრატეგიული გადაწყვეტილებები
- იცავს თქვენს ინტერესებს მოლაპარაკებებში
- აჩენს კომპანიის ფულად პოტენციალს
- ეხმარება მფლობელებს და მენეჯმენტს მომავლის დაგეგმვაში
რატომ უნდა აგვირჩიოთ ჩვენ?
ჩვენ ვაფასებთ ბიზნესს არა მხოლოდ ციფრებით, არამედ რეალურ კონტექსტში, ბაზრის, სექტორის, სტრუქტურისა და რისკების გათვალისწინებით. ვიყენებთ საერთაშორისო შეფასების მიდგომებს.
რას მიიღებთ ჩვენი მომსახურებით?
- დეტალურ ფინანსურ ანალიზს და კომპანიის ძირითადი მაჩვენებლების შეფასებას
- ღირებულების განსაზღვრას ერთი ან ერთზე მეტი მეთოდით
- კომპანიის რეალური ღირებულების სრულყოფილ ანგარიშს
- რეკომენდაციებს ღირებულების გაზრდისათვის