სამშენებლო პროექტის მომგებიანობის კალკულატორი

შეაფასეთ სამშენებლო პროექტის მოსალოდნელი მოგება და უზარალო გაყიდვის ფასი.

შედეგები

გასაყიდი ფართი

—

პროექტის მთლიანი ამონაგები

—

ხარჯების სტრუქტურა

მიწის ნაკვეთის ღირებულება —
მშენებლობის ღირებულება —
არაპირდაპირი ხარჯები —
გაუთვალისწინებელი ხარჯები —
გაყიდვისა და მარკეტინგის ხარჯები —
დაფინანსების ხარჯი —
პროექტის მთლიანი ღირებულება —
პროექტის მოგება

—

მოგება ამონაგებთან მიმართებით

—

მოგება ხარჯებთან მიმართებით

—

თვითღირებულება 1 გასაყიდ მ²-ზე

—

უზარალო გაყიდვის ფასი 1 მ²-ზე

—

სავარაუდო შეფასება. დღგ, გადასახადები და ფულადი ნაკადების დროში განაწილება გათვალისწინებული არ არის. საბანკო დაფინანსებისთვის საჭიროა დეტალური ხარჯთაღრიცხვა (ფორმა 2).

ტერმინების განმარტება

მიწის ნაკვეთის ღირებულება
ნაკვეთის შეძენის ფასი ან საბაზრო ღირებულება, თუ უკვე გეკუთვნით.
მთლიანი სამშენებლო ფართი
ყველა სართულის ჯამური ფართი, საერთო სივრცეების (კიბეები, დერეფნები, ტექნიკური ოთახები) ჩათვლით.
მშენებლობის ღირებულება 1 მ²-ზე
პირდაპირი სამშენებლო ხარჯი (მასალა, სამუშაო, ტექნიკა) მთლიანი ფართის ერთ კვადრატულ მეტრზე, არჩეული მზადყოფნის დონის (შავი, თეთრი ან მწვანე კარკასი) მიხედვით.
გასაყიდი ფართის წილი
მთლიანი ფართის ის ნაწილი, რომელიც იყიდება (ბინები, კომერციული ფართები). საცხოვრებელ პროექტებში ჩვეულებრივ 75–85%-ია.
გაყიდვის საშუალო ფასი 1 მ²-ზე
მოსალოდნელი საშუალო ფასი გასაყიდი ფართის ერთ კვადრატულ მეტრზე.
არაპირდაპირი ხარჯები
პროექტირება, ნებართვები, საინჟინრო ზედამხედველობა და პროექტის მართვა — მშენებლობის ღირებულების პროცენტად.
გაუთვალისწინებელი ხარჯები
რეზერვი მასალის ფასების ზრდისა და მოულოდნელი სამუშაოებისთვის — მშენებლობის ღირებულების პროცენტად.
გაყიდვისა და მარკეტინგის ხარჯები
რეკლამა, საბროკერო საკომისიო და გაყიდვების გუნდი — ამონაგების პროცენტად.
დაფინანსების ხარჯი
მშენებლობის პერიოდში სესხზე გადასახდელი ჯამური პროცენტი და საკომისიოები.
გასაყიდი ფართი
მთლიანი ფართი გამრავლებული გასაყიდი ფართის წილზე.
პროექტის მთლიანი ამონაგები
მთელი გასაყიდი ფართის გაყიდვიდან მოსალოდნელი შემოსავალი.
პროექტის მთლიანი ღირებულება
ყველა ხარჯის ჯამი — მიწა, მშენებლობა, არაპირდაპირი, გაუთვალისწინებელი, გაყიდვისა და დაფინანსების ხარჯები.
პროექტის მოგება
მთლიანი ამონაგები მინუს პროექტის მთლიანი ღირებულება.
მოგება ამონაგებთან მიმართებით
პროექტის მოგება ამონაგების პროცენტად.
მოგება ხარჯებთან მიმართებით
პროექტის მოგება მთლიანი ღირებულების პროცენტად — ინვესტორებისა და ბანკებისთვის ერთ-ერთი მთავარი მაჩვენებელი. 20% და მეტი ზოგადად კარგ შედეგად ითვლება.
თვითღირებულება 1 გასაყიდ მ²-ზე
პროექტის მთლიანი ღირებულება გაყოფილი გასაყიდ ფართზე.
უზარალო გაყიდვის ფასი 1 მ²-ზე
მინიმალური საშუალო ფასი, რომლის დროსაც პროექტი ყველა ხარჯს ფარავს და ზარალზე არ გადის.

შედეგები სავარაუდოა და არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

გვაქვს კითხვა? დაგვიკავშირდით

ჩვენი გუნდი მზადაა გიპასუხოს ფინანსურ კონსულტაციასთან დაკავშირებულ ნებისმიერ კითხვაზე.

კონტაქტი