SME ბიზნეს სეგმენტის ზრდის ტემპი და მისი ეფექტი საქართველოს ეკონომიკაზე

7 აპრილი, 2025

SME ბიზნეს სეგმენტის ზრდის ტემპი და მისი ეფექტი საქართველოს ეკონომიკაზე

საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის (SME სეგმენტი) ზრდა მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ქვეყნის ეკონომიკურ მდგრადობასა და ეკონომიკის განვითარებაზე. მიუხედავად იმისა, რომ SME ბიზნესი საქართველოს ეკონომიკის უმნიშვნელოვანეს ნაწილად მიიჩნევა, მათი ზრდის ტემპი სასურველია იყოს უფრო მაღალი და სტაბილურად განგრძობადი.

სირთულეები ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებისთვის

  1. ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობის ზრდა — ხშირად რთულია ლიკვიდურ რესურსებზე წვდომა უზრუნველყოფის მოთხოვნების, რეგულაციების გამკაცრების, შეზღუდვების და საგადასახადო წნეხის ფონზე, რაც ზღუდავს ინოვაციებისა და ბიზნესის ზრდის შესაძლებლობას.

  2. ფინანსური განათლების დონის ზრდა — ბევრ მცირე ბიზნესს აწუხებს აღრიცხვასა და სიზუსტესთან დაკავშირებული სირთულეები. ბიზნესის მაშტაბირება ანალიტიკისა და პროგნოზების ფინანსურ შეფასებაში გადათარგმნის გარეშე რთულია.

  3. მუშახელისა და კვალიფიციური რესურსების დეფიციტი — კვალიფიციური სამუშაო ძალის ნაკლებობა და შრომითი ბაზრის გამოწვევები ხშირად არის SME ბიზნესის განვითარების შემაფერხებელი ფაქტორი.

რა უნდა გაკეთდეს?

  1. ფინანსური მხარდაჭერა და ინვესტიციები — აუცილებელია საბანკო სისტემის და ფინანსური ინსტიტუტების აქტიური ჩართულობა SME დაფინანსებაში.

  2. საგადასახადო წნეხის გადახედვა — საგადასახადო შეღავათები და გადასახადის ტარიფების დივერსიფიცირება მნიშვნელოვნად გაზრდიდა ინვესტიციებს ბიზნესის გაფართოებაში.

  3. კვალიფიციური შრომის ბაზრის განვითარება — საჭიროა პროგრამები, რომლებიც შრომის ბაზარს უფრო კონკურენტუნარიანსა და ადაპტირებადს გახდის.

SME-ების განვითარება საჭირო და აუცილებელი ნაბიჯია ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური მომავლისთვის.

გვაქვს კითხვა? დაგვიკავშირდით

ჩვენი გუნდი მზადაა გიპასუხოს ფინანსურ კონსულტაციასთან დაკავშირებულ ნებისმიერ კითხვაზე.

კონტაქტი