ვინ არის ფინანსური დირექტორი

27 იანვარი, 2025

ვინ არის ფინანსური დირექტორი

ფინანსური დირექტორი (CFO, Chief Financial Officer) კომპანიის უმაღლესი რგოლის მენეჯერი და ხელმძღვანელია, რომლის ძირითადი პასუხისმგებლობა არის კომპანიის ფინანსების მართვა და სტრატეგიული ფინანსური გადაწყვეტილებების მიღება. CFO სრულად ხელმძღვანელობს კომპანიის ფინანსურ განყოფილებას და უზრუნველყოფს, რომ ყველა ფინანსური ოპერაცია თუ გადაწყვეტილება განხორციელდეს ეფექტურად, კანონიერად და კომპანიის გრძელვადიანი ზრდისა და სტრატეგიის შესაბამისად.

ფინანსური დირექტორის ძირითადი ფუნქციებია:

  • ქმნის ფინანსურ გეგმასა და სტრატეგიას
  • კურირებს კომპანიის ბიუჯეტის მომზადებას და ახდენს მისი შესრულების მონიტორინგს
  • მუდმივად ეცნობა საგადასახადო კანონმდებლობასა და ფინანსური ანგარიშგების სტანდარტებს
  • ახდენს ფინანსური რისკების იდენტიფიცირებას, პრევენციასა და მართვას
  • ახორციელებს ფინანსების სტრუქტურულ მართვას
  • აწარმოებს მოლაპარაკებები ინვესტორებსა და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან
  • იცავს კომპანიის ინტერესებს საბანკო თუ სხვა საფინანსო სექტორის წარმომადგენლებთან
  • კომპანიის კრიზისის შემთხვევაში აქტიურად ერთვება სიტუაციის მართვასა და ადაპტაციის პროცესში

გვაქვს კითხვა? დაგვიკავშირდით

ჩვენი გუნდი მზადაა გიპასუხოს ფინანსურ კონსულტაციასთან დაკავშირებულ ნებისმიერ კითხვაზე.

კონტაქტი