31 მარტი, 2025
უზრუნველყოფის მოთხოვნები: LTV კოეფიციენტი და SME ფინანსებზე ხელმისაწვდომობის მთავარი დაბრკოლება
საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესების (SME) ერთ-ერთი გამოწვევა ბანკების მიერ სესხის უზრუნველყოფის მაღალი მოთხოვნებია. სესხზე უზრუნველყოფის მოთხოვნას საფინანსო ინსტიტუტები ახდენენ მისესხებული სახსრების უკან დაბრუნების რისკის მიტიგაციის სანაცვლოდ.
რატომ არის ეს პრობლემა?
- შეზღუდული აქტივები: ბევრ ბიზნესს საქართველოში არ აქვს შესაძლებლობა, ქონდეს უზრუნველყოფის ადექვატური მოცულობა. LTV (loan to value) — სესხის ფარდობა ქონების სალიკვიდაციო ღირებულებასთან — ხშირად პრობლემურია SME-ისთვის.
- რისკის შეფასება: ბანკები, რისკების მინიმიზაციის მიზნით, ხშირად მოითხოვენ გადაჭარბებულ უზრუნველყოფას.
- ზრდის შეფერხება: უზრუნველყოფის ნაკლებობა აფერხებს SME-ების განვითარებასა და გაფართოებას.
რა შესაძლებლობები არსებობს?
- ალტერნატიული უზრუნველყოფის მექანიზმები: სახელმწიფო გარანტიები, სპეციალური სადაზღვევო პროდუქტები, დებიტორული დავალიანებების ყიდვა-გაყიდვა-დაგირავება.
- საკანონმდებლო რესურსის გამოყენება: სასამართლო პრაქტიკის გაუმჯობესება, მედიაციის პრაქტიკის განვითარება.
- ფინანსური განათლება: SME-ებმა უნდა გაეცნონ ფინანსური ინსტიტუტების მოთხოვნებს.
- სახელმწიფო მხარდაჭერა: პროგრამები, რომლებიც ხელს შეუწყობს SME-ების ფინანსურ ხელმისაწვდომობას.
- გრძელვადიანი ფულის გამოყენება: საპენსიო დანაზოგი ქმნის წინაპირობას, რომ გაჩნდეს გრძელვადიანი ფული ბიზნესების სხვადასხვა ფინანსური ინსტრუმენტებით დაფინანსებისთვის.